სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698წელის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716). 1710 წლის 1 დეკემბრიდან - 1711 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ხვარასანში, ქაიხოსრო მეფესთან. სამშობლოში დაბრუნდა 1711 წლის 11 მაისს. 1712 წლის 23 აპრილიდან - 2 ნოემბრამდე ვახტანგ მეფესთან ერთად ისპაჰანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 20 დეკემბერს. 1713 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთში „გაიპარა“, მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია და რომი. შეხვდა რომის პაპს კრანდუკს. უკან მობრუნებულს რომის პაპმა წმინდა ჯვრის ნაწილი, წმინდა კლემენტოს თავი და და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა. 1715 წლის 19 იანვარს კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც შეუდგა „ლექსიკონის“ წერას, რომელიც 1716 წლის 20 იანვარს დაასრულ.

მაგარია
ReplyDeleteძალიან კარგია
ReplyDeleteNice
ReplyDelete🇬🇪❤
DeleteLoool
ReplyDelete